ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას პარლამენტში მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის მისვლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და აცხადებს, რომ კომიტეტის ფორმატში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ინფორმაცია უკვე წარადგინეს. „ყველა კითხვა რაც „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰქონდათ, ამ სხდომაზე დაისვა. საგამოძიებო მოქედებები რამდენიმე საქმეზე უკვე დასრულებულია და ისინი მზად არიან, შემაჯამებელი განცხადებები გვამცნონ.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის პარლამენტში მოსვლას, ბუნებრივია, ამის აუცილებლობა არ არის, რადგან დეპარტამენტის გეგმების შესახებ ინფორმაცია ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივიღოთ. თუკი მთავარი პროკურორის დაბარების საკითხი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შოუს ნაწილია, ეს სერიოზულად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ბესელიამ.