უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა არის საერთო ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგა, ანდრის ბერზინშთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეგიონში შექმნილი ვითარება ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო.

"უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა არის საერთო ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კარგად ესმით ჩვენ ლატვიელ მეგობრებს და იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტების გააზრება და გაგება სულ უფრო აქტიური იქნება ჩვენს ყველა ევროპელ პარტნიორს შორის. ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ კრიზისებზე, არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სირთულე წარმოიქმნება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.