უკრაინაში ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს. "ბიბისის" ცნობით, იგი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კალაშნიკოვი "ანტი-მაიდანის" საპროტესტო აქციებში აქტიურად იყო ჩართული და იგი ყოფილი მთავრობის და პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირე იყო.

ჯერჯერობით უცნობია, პოლიტიკოსი მოკლეს თუ თავი მოიკლა. ასევე უცნობია, ცხედარი კიევში მდებარე საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს, თუ საცხოვრებელი სახლის გარეთ. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ოლეგ კალაშნიკოვი პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და იანუკოვიჩის პარტია "რეგიონების" წევრი იყო.

ბოლო სამი თვის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში იანუკოვიჩის სულ მცირე რვა მოკავშირე დაიღუპა. გარდაცვალების უმრავლეს შემთხვევაში სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელობა იყო.