ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ გერგეთის სამების ეკლესია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ეკლესიად გამოაცხადა. გამოცემამ მსოფლიოს ლამაზ ტაძრად სულ 23 ტაძარი დაასახელა. „ასეთ მშვენიერს გერგეთის სამებას შესაძლოა მისი მდებარეობა ხდის. ის ჩაფლულია კაკასიონის მწვანე და თეთრ მთებს შორის. ის მწვერვალ ყაზბეგის ქვეშ მდებარეობს. მე-4 საუკუნით დათარიღებულ ტაძარს ცალკე მდებარე სამრეკლო აქვს, რომელსაც ძალიან ხშირად ტურისტები სანავიგაციო პუნქტად გამოიყენებენ. ტურისტები სამი საათი მიდიან მთაში, რომ დანიშნულების წერტილამდე მივიდნენ“ წერს „ტელეგრაფი“.