"ფემენის" აქტივისტმა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენციის ჩაშლა სცადა

ქალთა მოძრაობა "ფემენის" აქტივისტმა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, მარიო დრაგის პრესკონფერენციის ჩაშლა სცადა.

"ევრონიუსის" ცნობით, შავებში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა მაგიდაზე ავიდა და მარიო დრაგის ქაღალდები ესროლა.

"დასრულდეს ევროპის ცენტრალური ბანკის დიქტატურა" - სკანდირებდა აქტივისტი. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გოგონა ოთახიდან გაიყვანეს. მარიო დრაგი არ დაშავებულა. მოგვიანებით პრესკონფერენცია განახლდა.