არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაზე კანონი მკაცრდება

არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაზე კანონი მკაცრდება

პარლამენტში ცოტა ხნის წინ არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი ამ მიმართულებით გამკაცრდება.ცვლილებების მიხედვით, დასჯადი უნდა გახდეს ასევე, ჯიჰადის მიზნებისთვის ე.წ. უცხოელ მეომართა გადაადგილება საზღვრებზე.

"ჯიჰადის მიზნისთვის გამგზავრებამ სირიასა და ერაყში განაპირობა აღნიშნული ცვლილებები ცალკეულ მუხლში. პირველი ეხება უკანონო ფორმირების შექმნას და ხელმძღვანელობას. მართალია, ეს ჩანაწერი მანამდეც არსებობდა, უბრალოდ დაემატა გაწევრიანება, ასევე წვრთნის გავლა, გადაბირება ან გაწვრთნა სხვა პირის, ან პირთა შეგროვება.