ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში 10 ათას 122 სესხია გაცემული, დაფინანსებულია 34 ახალი საწარმო, 267 საწარმო კი გადაიარაღდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მან რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა . რამაც 2013 წელს 10 მილიონი დოლარი 2014 წელს კი, 10 მილიონ-ნახევარი დოლარი შეადგინა.
„ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი ,,ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველოსთვის“. ეს პროექტი ემსახურება ჩვენი რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებას და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას. რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა - 2013 წელს - 10 მილიონი დოლარი და 2014-ში - 10-მილიონ-ნახევარი დოლარი. ინვესტიციები ძირითადად ჩაიდო ენერგეტიკაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, ვაჭრობაში, განათლებაში, კომუნალურ მომსახურებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში გაცემულია 10 ათას 122 სესხი - საერთო ღირებულებით 443 მილიონზე მეტი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 34 ახალი საწარმო, რომლებისთვისაც გაიცა 21 მილიონი ლარის სესხი. გარდა ამისა, გადაიარაღდა 267 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 53 მილიონ 680 ათასი ლარი.
დამატებით, პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კახეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსდა კიდევ 1 საწარმო, რომლისთვისაც გაიცა სესხი მილიონ 340 ათასი აშშ დოლარის ოდენობით“,-განაცხადა პრემიერმა
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 2013-2014 წლებში 209 ათას 829 ბენეფიციარმა მიიღო 43 მილიონზე მეტი ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 6 მილიონი ლარის სარგებელი მიწის სამუშაოების სახით
მისივე თქმით, ამ პროექტის ფარგლებში კახეთში მოიხნა 88 ჰექტარზე მეტი მიწა.
2015 წელს ამავე პროექტის ფარგლებში, 99 ათას 591 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 9-მილიონ-ნახევარზე მეტი ლარის ღირებულების სარგებელი. ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში მოხნულია 10 ათას 662 ჰექტარი მიწა.
„პირველად საქართველოში ამუშავდა აგროდაზღვევის პროექტი. ჩვენ ამას დავპირდით ხალხს ხელისუფლებაში მოსვლამდე და შევასრულეთ ეს დანაპირები. წელს მარტო კახეთში გაიცა 4 ათას 56 პოლისი და დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ86 მილიონზე მეტი შეადგენა.2012 წელს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სისტემების 16 ობიექტზე შესრულდა 2 მილიონზე მეტი ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები. შედეგად გასარწყავდა და წყლის მიწოდება გაუმჯობესდა დამატებით 6 ათას 630 ჰექტარ მიწის ფართობზე.
2013 წელს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა 94 კმ სამელიორაციო არხი. სულ მოწესრიგდა 413 ერთეული სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. 3 ობიექტზე შესრულდა 742 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიღებულმა შედეგმა წყალუზრუნველყოფილი ფართობი გაზარდა 1500 ჰექტარით, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობი - 924 ჰექტარით.
2014 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 170 კილომეტრი სარწყავი არხი და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 300-მდე სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში 2014 წელს კახეთში განხორციელდა 6 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ-ნახევარი ლარია.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მიმდინარეობს 3 ობიექტზე, რომლის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებით 2 ათას 376ჰექტარი მიწა იქნება წყალუზრუნველყოფილი, ხოლო დაშრობა შესაძლებელი გახდება დამატებით 3 ათას ჰექტარზე. იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთ ახალ ობიექტზე, საერთო ღირებულებით 12-მილიონ-ნახევარილარი“,-განაცხადა ღარიბაშვილმა
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მსოფლიო ბანკმა უნდა გამოყოს 50 მილიონი დოლარი, საიდანაც მარტო კახეთის რეგიონის ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება დაახლოებით 10 მილიონი ლარი.
„მინდა გითხრათ, რომ კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 58 კოოპერატივს, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მემარცვლეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა.
იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობა ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გამოაცხადა და სუბსიდირებისა და აგრო სესხებისთვის განსხვავებული სისტემის გატარებით მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება. ჩვენი მიზანი იყო ჩვენს მევენახეებს მიეღოთ და გადაემუშავებინათ რაც შეიძლება მეტი ყურძენი.
2013 წელს სახელმწიფო სუბსიდიამ 32-მილიონ-ნახევარი ლარი შეადგინა, 2014 წელს კი - 31 მილიონზე მეტი",-განაცხადა პრემიერმა
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტების ფარგლებში გაიცა 22 მილიონი დოლარი, რამაც ღვინის ინდუსტრიაში 56 კომპანიას ტექნიკური გადაიარაღებისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობა მისცა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მევენახეებმა ყურძენი მაქსიმალურად მაღალ ფასადჩააბარეს. 2013 წელს რქაწითელის საშუალო ფასი იყო 1 ლარი და 5 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი იყო 1 ლარი და 33 თეთრი.საფერავის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 24 თეთრი, დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ფასიც - 2 ლარი და 10 თეთრი.
"2014 წელს რქაწითელის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 5 თეთრი, რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა 1 ლარი და 50 თეთრი.საფერავის საშუალო ფასი იყო 2 ლარი და 35 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი ოყო 3 ლარი და 40 თეთრი.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2013 – 2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს. 2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი – 175 მილიონზემეტი. ჯამში მხოლოდ კახეთში, მხოლოდ რთველზე მოსახლეობამ 275 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.მთავრობის ამ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა-2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი",-განაცხადა ღარიბაშვილმა