პარლამენტში დეპუტატების, აზერ სულეიმანოვისა და სამუელ პეტროსიანის გამოსვლას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაურიც გამოეხმაურა.
წიკლაურის თქმით, დაპირისპირების ფაქტი, რომელიც არსებობს აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, არ უნდა იქცეს ეთნიკური დაპირისპირების მიზეზად, რადგან საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხები ერთად ცხოვრობენ .
"მიუხედავად ამ ტრაგიკული დაპირისპირებისა, საქართველომ შექმნა აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის თანაცხოვრების უნკალური მოდელი. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა საქართველოში, რომ ამ ორი ეროვნების ადმიანები დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ის სახლემწიფოებრივი საფუძველი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ყველა, ვინც დაუპირისპურდება ამ აზრს, იქნება, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მძიმე თემა, მოვუწოდებ პარლამენტში ყველას, აღარ ქონდეს შემდგომი გაგრძელება ამ საკითხს. ეს თემა არ უნდა დაუკავშირდეს ეთნიკურ დაპირისპირებას. ისტორიკოსები, მეცნიერები მოუძებნიან სახელდებას ამა თუ იმ მოვლენას, რომელისაც ისტორიაში ჰქონდა ადგილი, ჩვენი კი ქვეყანა უნდა ვაშენოთ", -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა სხდომაზე.
ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტრიოსიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოვიდა. ამის საპასუხოდ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანვომა აღნიშნა, რომ იყო არა გენცოდი, მარამედ - სამოქალაქო დაპირისპირება.