დიმიტრი მედვედევმა 2014 წელს ვლადიმერ პუტინზე მეტი თანხა გამოიმუშავა

დიმიტრი მედვედევმა 2014 წელს ვლადიმერ პუტინზე მეტი თანხა გამოიმუშავა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა 2014 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მეტი თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობა აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, მედვედევის შემოსავალმა გასულ წელს 8 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც 2013 წელთან შედარებით ორჯერაა გაზრდილი. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მან გასულ წელს 7 654 000 რუბლი გამოიმუშავა.

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე 49 წლით 47 არის ფართობის მიწის ნაკვეთია გაფორმებული გრძელვადიანი იჯარით. გარდა ამისა, ის ფლობს 367 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას და ორ მანქანას - GAZ-20 და GAZ-21. რაც შეეხება მედვედევის მეუღლეს, მას 2014 წლის მანძილზე არაფერი გამოუმუშავებია. ის ფლობს "ფოლკსვაგენის" და "გოლფის" მარკის ორ ავტომობილს. პრემიერის შვილს კი შემოსავალი და ქონება არ აქვს.