ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 15:00 საათამდე გადაიდო. გადადების მიზეზი ტექნიკური დეტალების დაზუსტება გახდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ბრალდების მხარის საიდუმლო მასალებთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გარკვეული შეკითხვები აქვს, კერძოდ, კი მიმდინარეობს გამოცემული ოქმებისა და საიდუმლო მტკიცებულებების შედარება, რის შემდეგაც პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში განახლდება.
ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომას თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი ესწრება, რომელთაც სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.