ოგე ბორჩგრევინკი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეკომენდაციით გამოდის

ოგე ბორჩგრევინკი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეკომენდაციით გამოდის

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი, სახალხო დამცველთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ოგე ბორჩგრევინკი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეკომენდაციით გამოდის.

როგორც ბორჩგრევინკმა დღეს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის საქართველოში ერთი წლის წინ იმყოფებოდა და მაშინაც საუბარი ჰქონდა ლოპოტას სპეცოპერაციაზე. ბორჩგრევინკის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპერაციიდან 3 წლის თავზე მაინც მეტი პასუხი იქნებოდა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს.

"სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში გარკვეული რეკომენდაციები წარადგინა, რომლებიც საყურადღებო უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები მოჰყვა ამ რეკომენდაციებს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტულ საკითხში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს ეხება იმ ორგანოს, რომელიც იძიებს ლოპოტის სპეცოპერაციის საქმეს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახური, რაც არ შეესაბამება პრაქტიკას და მიღებულ სტანდარტებს, ვინაიდან არ შეიძლება გამოძიებას აწარმოებდეს ის სტრუქტურა, რომელიც თავად იყო ამ ოპერაციის წარმმართველი თავის დროზე და ახლა საკუთარ თავს იძიებს. ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პროკურატურის ფარგლებში შეიქმნას გარკვეული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის შექმნის რეკომენდაცია კვლავ ძალაშია და აქტუალურია", - განაცხადა ოგე ბორჩგრევიკმა.

იგი მიიჩნევს, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გამყარებას იმ მიღწევევისა, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული.