ყველა ქვეყანა დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან

ყველა ქვეყანა დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან

საქართველოში აშშ-ს ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან.

ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან. სოციალური, ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროები - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნას დაბრკოლებული. საქართველო ამ მხრივ ნამდვილად არ არის უნიკალური შემთხვევა. ჩვენ ძალზეც ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოგვიყალიბდა საქართველოს მთავრობასთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნორლანდმა.