გერმანიის ქალაქ ლიუბეკში "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. "დოიჩე ველეს" ცნობით, ლიდერები უკრაინის კრიზისსა და იემენში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ იმსჯელებენ.
დილიდან ქალაქში ათასობით სამართალდამცველია მობილიზებული. მოსალოდნელია პოლიტიკური ორგანიზაციებისა და გარემოსდამცველების დემონსტრაციის გამართვაც. ისინი "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ის, კანადისა და გერმანიის ლიდერების შეკრებას გააპროტესტებენ.
არეულობის საშიშროების გამო მაღაზიების ნაწილი დაიხურა. 7 ქვეყნის დიპლომატების შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდება. მას სავარაუდოდ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიც დაესწრება.