კუბა მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას კუბის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ. ოფიციალურმა ჰავანამ ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გადაწყვიტა კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღოს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, კუბა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთაშორისო ტერორიზმს აღარ ეხმარება და ირწმუნება, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებს.
კუბასა და აშშ-ის შორის კავშირები ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გაუმჯობესდა. გასულ კვირას ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა. რაც შეეხება ამერიკული პროდუქტის კუბაში ექსპორტზე დაწესებულ ემბარგოს, ის მანამ იმოქმედებს, ვიდრე მას აშშ-ის კონგრესი არ გააუქმებს.