შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრომის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით, რუსეთს უჩვენეს, რომ მთელი ევროკავშირი, დასავლეთი ერთად დგას , - ამის შესახებ მარგოტ ვალსტრომმა დანიის, პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა.
"ჩვენ ამ სანქციების შემოღებით ვუჩვენეთ რუსეთს, რომ მთელი ევროკავშირი, დასავლეთი დგას ერთად, ეს იყო ძალიან ძლიერი შეტყობინება, ეს იყო პროტესტის ძალიან ძლიერი გამოხატვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვუჩვენეთ რუსეთს, რას ვფიქრობთ ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც განახორციელა რუსეთმა", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს გამოეხმაურა.