გჟეგოჟ სხეტინა:   ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და ამ სანქციების რეჟიმის შედეგებს დაველოდოთ

გჟეგოჟ სხეტინა: ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და ამ სანქციების რეჟიმის შედეგებს დაველოდოთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გჟეგოჟ სხეტინას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არის საპასუხოდ განხორციელებული არა მხოლოდ ყირიმის კონფლიქტის , არამედ მოლდოვას და საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ, შვედ და ქართველ კოლეგებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიების წარმომადგენლებს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს გამოეხმაურა.

სხეტინამ გაიხსენა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, ყირიმი და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის და დასავლური სამყაროს რეაქციაც.

"ჩემი თვალსაზრისით, ამ სანქციების დაწესება, მისი მეთოდური განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ეს არის შანსი, ეს არის საპასუხოდ განხორციელებული არა მხოლოდ ყირიმის კონფლიქტის, არამედ მოლდოვას და საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებითაც. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, ამ სანქციების რეჟიმის შედეგებს დაველოდოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ენა ევროკავშირის მხრიდან იმისათვის, რომ ხმა ავიმაღლოთ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების წინააღმდეგ", - განაცხადა ბჟეგოჟ სხეტინამ.