რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოცემა Time-ის მკითხველებმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს. მას ხმა გამოკითხულთა თითქმის შვიდმა პროცენტმა მისცა. ხოლო მეორე ადგილი სამხრეთკორეელმა მომღერალმა ლი ჩე რინმა დაიკავა. ხუთეულში ასევე შევიდნენ მომღერალი ლედი გაგა, რიანა და ტეილორ სვიფტი.
თიმე-ის მკითხველებმა გავლენიან ადამიანებად ასევე დაასახელეს დალაი ლამა, პაკისტანელი უფლებადამცველი გოგონა, მალალა იუსუფზაი და რომის პაპი ფრანცისკე. ისინი ათეულში მოხვდნენ.
ყველაზე გავლენიანი ადამიანის გამოსავლენად თიმე-ის გამოკითხვა 10 აპრილს დასრულდა. გამოცემის რედაქტორი თავის რჩეულს ხუთშაბათს დაასახელებს.