ჩვენ ალტერნატიულ, დამოუკიდებელ რუსულენოვან მედიასაშუალებებს უნდა შევუწყოთ ხელი

ჩვენ ალტერნატიულ, დამოუკიდებელ რუსულენოვან მედიასაშუალებებს უნდა შევუწყოთ ხელი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი მიიჩნევს, რომ რუსეთის პროპაგანდას ალტერნატიული, დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებების ხელშეწყობით უნდა დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება კითხვას, რა უნდა დავუპირისპიროთ რუსეთის აგრესიას, რა ვუყოთ რუსეთის პროპაგანდას, ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ, რუსეთს აქვს სამაუწყებლო საშუალებები, რომელთაც ასობით მილიონი ადამიანი უყურებს და უსმენს. ამიტომ ჩვენ ალტერნატიულ, დამოუკიდებელ რუსულენოვან მედიასაშუალებებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ, გაანეიტრალებენ იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ეწევა უცხოეთში ისევე, როგორც თავისი მოსახლეობის მიმართ", - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.