პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გჟეგოჟ სხეტინას განცხადებით, პოლონეთის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა საქართველოსთვის შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს.
ამის შესახებ დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ განცხადებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო, პოლონეთმა 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა და გეგმავს, მკვეთრად გაზარდოს საჰაერო თავდაცვითი სისტემების რაოდენობა. კითხვაზე, როგორც უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს საქართველომ, მოითხოვოს და შეიძინოს საჰაერო თავდაცვითი შეირაღება თუ დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედზე იყოს, გჟეგოჟ სხეტინამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ნამდვილად ვერ გამოდგება.
"დონბასში ჩვენ ვხედავთ, რუსეთის აგრესია როგორ ვითარდება. ჩვენი არმიის, სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაცია - ეს არის პროცესი და ეს გრძელდება. ჩვენი მაგალითი, შესაძლოა, არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, საქართველოს ბიუჯეტისთვის შემდეგი წლისთვის", - განაცხადა სხეტინამ.