საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარი-მარტში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10 %-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარი-მარტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2279 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 503 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მლნ. აშშ დოლარი (3 %-ით ნაკლები).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოქვეყნდება.