საქართველოში 16-18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება

საქართველოში 16-18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება

საქართველოში, 16-18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარა.

ხვალ იწვიმებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით იქნება 10-15 გრადუსი; მთაში - 7-12 და მაღალ მთაში 2-7 გრადუსი.

ასევე, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსი; მთაში - 9-14; ხოლო მაღალმთაში - 5-10 გრადუსი.

თბილისში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსი იქნება.

16-18 აპრილს სინოპტიკოსები საქართველოში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, რომლის დროსაც ჰაერის ტემპერატურა არსებულთან შედარებით რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

16 აპრილს თბილისში 18 გრადუსია მოსალოდნელი, 17 აპრილს - 20 გრადუსი.

19 აპრილიდან კი საქართველოში ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს.