მარგოტ ვალსტრომი:   ჩვენ ჩამოვედით სამეგობროდ, მაგრამ მოთხოვნებიც გვაქვს

მარგოტ ვალსტრომი: ჩვენ ჩამოვედით სამეგობროდ, მაგრამ მოთხოვნებიც გვაქვს

ჩვენ ჩამოვედით სამეგობროდ, მაგრამ ცოტა რთულად დგას საკითხი, რადგან მოთხოვნებიც გვაქვს, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში მინისტრის რანგში. ჩვენ ჩამოვედით სამეგობროდ, ჩვენ ჩამოვედით მხარდასაჭერად, მაგრამ ცოტა რთულად დგას საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს. რეფორმების პროცესი არის აუცილებელი ევროინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და შექმნას დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ხალხის, ერის წინაშე. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმას სასამართლო სისტემაში და ჩემმა ყველა კოლეგამ ამას ხაზი გაუსვა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის. შვედეთს საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გვერდში დგომას და დაგეხმარებით თქვენი მიზნების ასრულებაში", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.