ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი, რომელთა განხილვაც დიდწილად რიგის სამიტზე მოხდება , - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენმა შეხვედრამ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მივულოცოთ საქართველოს DCFTA-ს შეთანხმება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება; ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს ხაზს ვუსვამთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი, რისი განხილვაც დიდწილად რიგის სამიტზე მოხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლაბტიკურ მისწრაფებებს. მარტის ბოლოს, როდესაც გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, 90%-მდე მოსახლეობამ ხმა მისცა როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის წევრობას. ჩვენც ასეთი მდგომარეობა გვქონდა ორიოდე ათეული წლის წინ პოლონეთში. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ მხარდაჭერას. მივესალმები, რომ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდეს", - განაცხადა სხეტინამ.

მისივე თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს შორის დღეს გაფორმდება, წინ უძღვის საქართველოსა და პოლონეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას.

"ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს გამოცდილების გაზიარების საშუალებას იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ვიდრე გავხდებოდით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს ხელშესახები შედეგები ამ პროცესთან დაკავშირებით და კონფერენციის მოწყობას ვაპირებთ სწორედ იმ მიზნით, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. ასეთი კონფერენცია გვქონდა მაკედონიაში და ახლა საქართველოს ჯერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტიორობის ინიციატივაც ამის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რაზედაც იქნება საუბარი რიგის სამიტზე", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების გარდა, მინისტრები საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წრამომადგენლებსაც შეხვდებიან.

"ეს შეხვედრები საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ საქართველო და მთელი რეგიონი უფრო ფართო პერსპექტივაში", - განაცხადა სხეტინამ.