რუსეთში გარდაცვლილ ქართველ მსახიობს კოტე თოლორდავას საქართველოში სავარაუდოდ ხუთშაბათს გადმოასვენებენ, კვირას კი დაკრძალავენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახის წევრებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გადმოსვენების დეტალები კიდევ ზუსტდება.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გადმოსვენების ხარჯები თავის თავზე თბილისის მერიამ აიღო.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.