საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის დაკავების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას ავრცელებს. ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.