აშშ-სა და კუბის ოფიციალურ პირებს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა

აშშ-სა და კუბის ოფიციალურ პირებს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა

აშშ-სა და კუბის ოფიციალურ პირებს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. "სიენენის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და კუბის საგარეო საქმეთა მინისტრ ბრუნო როდრიგესს შორის მოლაპარაკებები პანამაში გაიმართა, სადაც რეგიონის ქვეყნების სამიტი იმართება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა. დეტალები უცნობია.

მსგავსი შეხვედრა აშშ-ისა და კუბის წარმომადგენლებს შორის ნახევარ საუკუნეზე მეტია არ გამართულა. პანამის სამიტზე მოსალოდნელია აშშ-ისა და კუბის პირველი პირების - ბარაქ ობამასა და რაულ კასტროს შორის შეხვედრაც.

ბოლო ერთი წელია ვაშინგტონი ცდილობს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. რამდენიმე დღის წინ აშშ_ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა კუბის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულ საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს. თუ ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში მიიღეს, ის იქნება დამატებითი წინგადადგმული ნაბიჯი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები გაუმჯობესდეს. ამას შესაძლოა მოჰყვეს ორივე ქვეყანაში საელჩოების ხელახლა გახსნაც.