ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ინტერნეტმომხმარებლების მიერ საქართველოდან დასმულ შეკითხვებს ხვალ ონლაინ რეჟიმში უპასუხებს.
ონლაინ კითხვა-პასუხის სესიას საქართველოს ატლანტიკური საბჭო მასპინძლობს. კითხვის გაგზავნა ორგანიზაციის ვებ-გვერდის (http://acge.ge/) მეშვეობით არის შესაძლებელი.
ჯეიმს აპატურაის ონლაინ ინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე ხვალ, 12:00-დან 13:00 საათამდე გაგრძელდება.