კანადის ქალაქ გალიფაქსის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "Air Canada"-ს კუთვნილი ავიალაინერის ავარიული დაჯდომის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი დაფრენისას დასაფრენ ბილიკზე მოცურდა.
თვითმფრინავის მგზავრები სხვადასხვა ტრავმებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს ლაინერში ეკიპაჟის წევრებთან ერთად 137 ადამიანი იმყოფებოდა.
პირველადი მონაცემებით, ინციდენტი დიდთოვლობით გამოწვეულ ცუდ ხილვადობას უკავშირდება. ავარიასთან ერთად აეროპორტში ელექტროენერგიაც გაითიშა.