დასავლეთ საქართველოს ფინანსური პოლიციის ზედამხედველ პროკურორს დიმიტრი ჩაფიჩაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფოიეში ქალები მეუღლეებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სვანების გახმაურებული საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სააპელაციო სასამართლოს ავეჯი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურორს მკურნალობის კურსი უტარდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქუთაისი თუდეი“ შსს პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც პრესცენტრის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ განაცხადა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება 365-ე მუხლით, რაც გულისხმობს (მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით).