სოციალურად დაუცველმა 12-მა ოჯახმა წუხელ ღია ცის ქვეშ გაათენა

სოციალურად დაუცველმა 12-მა ოჯახმა წუხელ ღია ცის ქვეშ გაათენა

სოციალურად დაუცველმა 12-მა ოჯახმა წუხელ ღია ცის ქვეშ გაათენა ღამე. "რუსთავი 2"-ის ინფორმაიცით, მათ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი შენობა იძულებით დაატოვებინეს. 
გამოსახლებულებმა რამდენჯერმე გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სოციალურად დაუცველები ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ფართს ითხოვენ. 12 ოჯახის - მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების - გასახლების გადაწყვეტილება შენობის მესაკუთრეთა მოთხოვნის შესაბამისად მიიღეს. ერთ-ერთი გამოსახლებული აცხადებს, რომ თავს დაიწვავს. 

როგორც მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არჩვაძემ განაცხადა, ეს არის კერძო საკუთრება, მათ ნახეს ინვესტორი, რომელსაც სასწრაფოდ უნდა დაეწყო სამუშაოები. 

"ეს გამოსახლება იგეგმებოდა თვეების წინ, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ კატეგროულად გააფრთხილეს, რომ შაბათს მესაკუთრეები მივიდოდნენ და თავიანთი სალხის დემონტაჟს დაიწყებდნენ", - განაცხადა არჩვაძემ. მისივე თქმით, გამოსახლებულებიდან, ვინც მთაწმინდის რაიონშია ჩაწერილი, გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფს.