ჯონი გიგანის ვარაუდით, ბესო ხარძიანის მკვლელობა სასამართლო პროცესებს უკავშირდება

ჯონი გიგანის ვარაუდით, ბესო ხარძიანის მკვლელობა სასამართლო პროცესებს უკავშირდება

ბიზნესმენ ჯონი გიგანის ვარაუდით, ბესო ხარძიანის მკვლელობა სასამართლო პროცესებს უკავშირდება. გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გუშინ ბიზნესმენი ჯონი გიგანი იმყოფებოდა , რომელმაც ჟურნალისტებთან მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტებს კითხვაზე, რას უკავშირებს მომხდარს, ჯონი გიგანმა განაცხადა, რომ როგორც ოჯახი აცხადებს, ეს სასამართლო პროცესებს უკავშირდება.

"ოჯახი როგორც იძახის, მომხდარს სასამართლოებს უკავშირებენ. მეც ასე ვფიქრობ", - განაცხადა გიგანმა.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა.