კახა ცხადაძე - ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს

კახა ცხადაძე - ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, დღეს პრესკონფერენცია გამართა. 
მანამდე "დინამო არენაზე" ვარჯიში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა გამართეს.

"ყველამ ვიცით, რა მატჩი გველის 29 მარტს. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის
ნაკრებისთვის. ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით ამ მატჩისთვის.

ეს ორი დღე ოპტიმიზმის საბაბს მაძლევს, რომ ძლიერ ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ. საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება. მატჩისთვის ვემზადებით, გავაანალიზეთ გერმანიის ნაკრების თამაშები და შევეცდებით, მათთან დადებით შედეგს მივაღწიოთ.

უკვე ვიცით, თუ როგორი სათამაშო სქემით ვითამაშებთ და თუ არ დაგვჭირდა, მას არ შევცვლით, მაგრამ თუკი საჭირო გახდა, არც მისი შეცვლა იქნება პრობლემა.

დაცვაზეც ვიქნებით ორიენტირებულნი და შევუტევთ კიდეც. ჩვენთვის დადებითი შედეგი გამარჯვება იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით. ხვალინდელ მატჩში მიღწეული კარგი შედეგი დაუბრუნებს ჩვენს ბიჭებს თვითრწმენას და ეს მუხტი საერთო საქმისთვის წაგვადგება.

ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს", - თქვა ცხადაძემ.