მთავარ პროკურატურაში ბესო ხარძიანის შვილის დაკითხვა რამდენიმე საათია გრძელდება

მთავარ პროკურატურაში ბესო ხარძიანის შვილის დაკითხვა რამდენიმე საათია გრძელდება

მთავარ პროკურატურაში მოკლული ბესო ხარძიანის შვილს უკვე რამდენიმე საათია კითხავენ. ხარძიანის ქალიშვილი დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად იმყოფება. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილმა მარაბდის ქუჩაზე მდებარე სახლთან ბოლო ორი დღის განმავლობაში მოთვალთვალე პირი შენიშნა. პროკურატურაში დაკითხვა, სავარაუდოდ, ამ თემას უკავშირდება.

შვილისთვის მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, იგი დაკითხვაზე იქამდე წაიყვანეს, სანამ ბესო ხარძიანის გარდაცვალება გახდებოდა ცნობილი.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.