11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ძველ ანაგაში მომხდარი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სკოლის დირექტორის ნინო ღვედაშვილის ინფორმაციით, მეხუთე და მესამე კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი, წინა საღამოს მშობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გაგრძელება იყო. 

"ბავშვებმა ჩხუბი სკოლაში დილითვე დაიწყეს. მე, კლასის ხელმძღვანელებთან ერთად, ბავშვები დავაწყნარეთ. შემდეგ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით ბავშვი სახლში გავუშვით. პაპა-ბებია დახვდა, ისადილა, დედას ტელფონზე ესაუბრა და შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. კონფლიქტში მონაწილე ოჯახი უკვე დაკითხა პოლიციამ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექტორმა. 

11 წლის მოსწავლე გუშინ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა, მოგვიანებით კი, სახლის გვერდით ჩამომხრჩვალი ბებიამ და ძმამ ნახა. 

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდს კლასელებმა უთხრეს, თითქოს ის ნაშვილები იყო.

სისხლის სამართლის საქმე 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.