მონტენეგროსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ინციდენტის გამო გადაიდო

მონტენეგროსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ინციდენტის გამო გადაიდო

მონტენეგროს ქალაქ პოდგორიცაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ფეხბურთში მონტენეგროსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ინციდენტის გამო გადაიდო. 

"ბიბისის" ცნობით, ამის მიზეზი მოლდოველი გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენება გახდა. შეხვედრა ნაკრებებს შორის დაწყებიდან პირველივე წუთებში შეფერხდა, ვინაიდან რუს მეკარეს, იგორ აკინფეევს ნასროლი პიროტექნიკა თავში მოხვდა. 

მომხდარის შემდეგ გერმანელმა მსაჯმა, დენის აიტეკინმა ნაკრები გასახდელ ოთახში დააბრუნა, მეკარე კი საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს. 

რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს განცხადებით, ინციდენტი ყოველგვარი კანონის ფარგლებს სცდება. მან მომხდარს მონტენეგროს ტექნიკური დამარცხება უწოდა. 

"უეფას" რეგლამენტის მიხედვით, მონტენეგროს ნაკრები დაისჯება იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს მატჩის უსაფრთხოდ ჩატარება.