რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა რუსეთში

რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა რუსეთში "ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიას გამოიყენებს

რუსეთის უშიშროების საბჭო შიშობს, რომ რუსეთში მაღალია ალბათობა, აშშ-მ "ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგია გამოიყენოს. ამის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანალიზშია ნათქვამი, რომელიც ამერიკის თავდაცვის ახალ სტრატეგიას უკავშირდება. 

ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ შორეულ პერსპექტივაში ამერიკის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის კურსს, მათ შორის, მისი შესაძლებლობების შესამცირებლად ენერგორესურსების ექსპორტზე და სამხედრო ბაზრიდან გასაძევებლად. 

დოკუმენტის თანახმად, ამერიკა სიფხიზლეს შეინარჩუნებს რუსეთის სტრატეგიულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ასევე დაეხმარება მოკავშირეებსა და პარტნიორებს, წინ აღუდგნენ რუსეთის პოლიტიკას.