გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია გერმანიაში სარატიფიკაციო კანონის მიღების გზით ხდება. ბუნდესტაგში უკვე გაიმართა 2 მოსმენა, ხოლო დღეს საბოლოო, მე-3 მოსმენის შემდეგ, დოკუმენტი დასამტკიცებლად გაეგზავნება ბუნდესტაგს - ზედა პალატას. დღესვე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უკრაინასა და მოლდოვასთან.

საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია გერმანული მხარის მიერ რიგის სამიტამდე განხორციელდება. ზემოხსენებული ფაქტის აღსანიშნავად, გერმანიაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოებისა და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართება საზეიმო მიღება.