თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ მთავარი პროკურატურა დატოვა

თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ მთავარი პროკურატურა დატოვა

თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ მთავარი პროკურატურა დატოვა თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ, ზაზა ბროლაძემ მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც ბროლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ე.წ. კაბელების საქმის ფარგლებში დაკითხეს. მისი განმარტებით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საკითხები, რომლის შესახებაც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

ბროლაძის განცხადებით, კატეგორიულად გამოირცხავს კორუფციულ ფაქტებს "სილქნეტთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის ირგვლივაც რამდენიმე პირს ბრალი აქვს წაყენებული. მისივე თქმით, დღევანდელი დაკითხვის დროს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გვარი არ უხსენებია.

 

რაც შეეხება "სილქნეტთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, ბროლაძემ განაცხადა, რომ მას აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტი 2013 წლის დეკემბერში შედგა, ხოლო მან თანამდებობა 2013 წლის ნოემბერში დატოვა.

მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ იმ ხელშეკრულებას, რომელზეც საქმეა აღძრული, ირაკლი ალასანია არ კურირებდა. "კონკრეტულად ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მინისტრი ჩართული არ ყოფილა, თუმცა მინისტრს თათბირებიდან ყველა საკითხზე მიეწოდებოდა ინფორმაცია", - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე იგი პროკურატურაში დღეს პირველად დაკითხეს. ბროლაძე იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლა აღარ დასჭირდება.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას კიდევ ერთი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილიც არის დაკითხული.