„ავთანდილ გუმთიაშვილმა ცენტრთან თანამშრომლობა დღეს გაწყვიტა და ამ ექსპერტიზაზე ხელი არ მოაწერა“

„ავთანდილ გუმთიაშვილმა ცენტრთან თანამშრომლობა დღეს გაწყვიტა და ამ ექსპერტიზაზე ხელი არ მოაწერა“

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტმა ავთანდილ გუმთიაშვილმა ცენტრი დატოვა.

როგორც გეჯაძემ „პირWელს“ განუცხადა, ე.წ. კაბელების საქმეზე ექსპერტიზის პროცესში ჩართულმა  გუმთიაშვილმა ცენტრთან თანამშრომლობა საჯარო სამსახურში გადასვლის მიზეზით შეწყვიტა.

„მე აიძულეს თუ არა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. მე ერთადერთ ინფორმაციას ვფლობ, რომ დღეს დილას ბატონმა ავთანდილმა დაწერა განცხადება იმის თაობაზე, რომ საჯარო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით წყვეტს ხელშეკრულებას ჩვენთან, ჩვენ ცენტრთან და შესაბამისად, ამ ექსპერტიზაზე ხელი არ მოაწერა. ეს ინფორმაცია მაქვს მე“, - აღნიშნა გეჯაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა გუმთიაშვილზე რაიმე სახი ზეწოლა, გეჯაძემ აღნიშნა, რომ მასთან ზეწოლაზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი  მინისტრი ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის ავთანდილ გუმთიაშვილის გატაცებასა და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ალასანია აცხადებს, რომ პროკურატურამ გუშინ დაკითხა ავთანდილ გუმთიაშვილი რომელიც ექსპერტია და ალასანიას თქმით, მას აიძულეს უარი ეთქვა საკუთარ დასკვნაზე. 

"პროკურატურამ სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში ავთანდილ გუმთიაშვილი ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადექვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა დაცვის მხარეს და ის აიძულეს ზეწოლის ქვეშ რომ უარი ეთქვა საკუთარ დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, სირცხვილი ივანიშვილის, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. მე ამას ასე არ დავტოვებ",-განაცხადა ალასანიამ