"ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან"

"ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან" -ამის შესახებ განცხადება, ეწ. კაბელების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გააკეთა. ბარათაშვილის თქმით, ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილზე მომუშავე ექსპერტ ავთანდილ გუნთიაშვილზე პროკურატურამ ზეწოლა განახორციელა.მეორე ექპსერტი იური მოდებაძე, რომელიც ტექნიკურ ნაწილზე მუშაობდა, "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა და დასკვნას, რომელიც საქმესთან დაკავშირებით დადო, ხელი უკვე მოაწერა. ე.წ. კაბელების საქმეზე დასკვნის მომზადებაზე მუშაობდა დასკვნის საექსპერტო ბიურო ვექტორი, რომელიც კაბელების საქმის ადვოკატებმა დაიქირავეს. დაქირავებული იყო ორი ექსპერტი, რომლებიც ცალკ-ცალკე ფინანსურ და ტექნიკურ ნაწილებზე მუშაობდნენ.

"ყველაფერი ეს გვიჩვენებს ერთ რამეს, ბრალდების მხარეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება და ეს ადამიანები არინ პოლიტპატიმრები. ტყუილად აქვთ პროკურატურაში იმედი, რომ ექსპერტების და მოწმეების დაშინებით მიაღწევენ მიზანს, "-განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.