საფრანგეთში ავიაკატასტროფის ადგილზე მერკელი, ოლანდი და მარიანო რახოი ჩავიდნენ

საფრანგეთში ავიაკატასტროფის ადგილზე მერკელი, ოლანდი და მარიანო რახოი ჩავიდნენ

გერმანული ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი ჩავიდნენ. მათთან ერთად საფრანგეთის ალპებში კატასტროფის ადგილზე მივიდა კატალონიის პრეზიდენტი, არტურ მასმაც. მერკელმა და ოლანდმა ვერტმფრენიდან დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც გუშინ თვითმფრინავი ჩამოვარდა. "ჯერმანვინგის" თვითმფრინავი ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ყველა მათგანი დაიღუპა.