პროკურატურა ალასანიას ყოფილ მოადგილეს კითხავს?

პროკურატურა ალასანიას ყოფილ მოადგილეს კითხავს?

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურაში ამ წუთებში ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილის, ზაზა ბროლაძის დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება ე.წ. „კაბელების საქმეს“. ბროლაძის საგამოძიებო უწყებაში ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდება, ამ დრომდე თემაზე განცხადება არავის გაუკეთებია. როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილე, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში, შესყიდვების ნაწილს კურირებდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ უკვე გააკეთა განცხადება, „კაბელების საქმის“ ექსპერტის ავთანდილ გუმთიაშვილზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე.