რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ორი კარიკატურისტი დააჯარიმეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ორი კარიკატურისტი დააჯარიმეს

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ორი კარიკატურისტი დააჯარიმეს. "როიტერის" ცნობით, ბაჰადირ ბარუტერი და ოზერ აიდოღანი გასულ წელს, აგვისტოში სატირული ჟურნალ "პინგვინის" პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ილუსტრაციის გამო დაჯარიმდნენ, რომელიც ერდოღანის ჰომოსექსუალობაზე მიუთითებდა.

როგორც კარიკატურაზეა გამოსახული, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ერდოღანს ხელს ართმევს, ისეთ ჟესტს აკეთებს, რაც პრეზიდენტის ჰომოსექსუალობაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც კარიკატურისტები აღნიშნავენ, ილუსტრაციის შინაარსი სულ სხვა რამეა, კერძოდ ის ჟურნალისტების ზეწოლაზეა. გამოქვეყნებული კარიკატურის გამო ბაჰადირ ბარუტერსა და ოზერ აიდოღანს 11 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ, თუმცა, სასამართლომ საბოლოო ჯამში მათ ჯარიმის სახით 7 000 ლირა დააკისრა.