ალასანიას ახალი განცხადება:

ალასანიას ახალი განცხადება: "კაბელების საქმე"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ე.წ. კაბელების საქმეზე ახალ განცხადებას აკეთებს. ირაკლი ალასანიას განცხადებით პროკურატურამ გუშინდელი ტელეეთერის შემდეგ, საქმის ექსპერტი ავთანდილ გუმთაიშვილი "გაიტაცა". ალასანიას ინფორმაციით, გუმთაიშვილს აიძულეს, რომ უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე.

"ჩვენ ველოდებით უკვე მერამდენეჯერ გადადებულ სასამართლო პროცესს. პროცესი პირველ აპრილს არის ჩანიშნული და გუშინ სავარაუდოდ ჩემი გამოსვლის შემდეგ, ტელევიზიით პროკურატურამ სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში, შეიძლება ითქვას გაიტაცა ავთანდილ გუმთაიშვილი. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა დაცვის მხარეს და ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, რომ უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ მან გადადგა ეს ნაბიჯი წინასწარ სასამართლო სხდომამდე და მე ამას ესე არ დავტოვებ. მე მექნება საუბრები, მე დღეს ევროპარლამენტშიც მქონდა ამაზე საუბარი, არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი არ იცვლება. ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად'. ეს განაცხადება ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში გააკეთა.