თბილისში განაცხადების მიღების ვადა პირველ მაისამდე გაგრძელდა

თბილისში განაცხადების მიღების ვადა პირველ მაისამდე გაგრძელდა

თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, განაცხადების შევსება 2015 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდება. აპლიკაციების შევსება 2015 წლის 14 იანვარს დაიწყო და 31 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი ოჯახების რაოდენობა ძალიან დიდია, სამინისტრომ რიგებისა და დევნილთათვის დისკომფორტის შემქნის თავიდან ასაცილებლად, განაცხადების მიღების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

განაცხადები მიიღება თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.