უკრაინელი ჩინოვნიკები პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააკავეს

უკრაინელი ჩინოვნიკები პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააკავეს

დაკავებული არიან საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბოჩკოვსკი და მისი პირველი მოადგილე ვასილი სტოეცკი

ორივე მათგანს ხელბორკილი პირდაპირ მთავრობის სხდომაზე გაუკეთეს და საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. მათ თაღლითობაში ედებათ ბრალი.

"ეს არ არის სპექტაკლი, ასეთი საჯაროობა საჭიროა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა ჩინოვნიკების მსგავსი ფორმით დაკავების კომენტირებისას.