ირაკლი ჩიქოვანი:

ირაკლი ჩიქოვანი: "თავისუფალ დემოკრატებს" ჰყავს ყველაზე პოპულარული ლიდერი ოპოზიციაში

"თავისუფალ დემოკრატებს" აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა და ჰყავს ყველაზე პოპულარული ლიდერი ოპოზიციაში, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც ""თავისუფალმა დემოკრატებმა"" დატოვეს კოალიცია, ეს ნათლად გამოჩნდა.

"თავისუფალი დემოკრატები"" არის მზარდი პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი პოპულარობის ზრდას. განვითარების თვალსაზრისით "თავისუფალ დემოკრატებს" აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა და ჰყავს ყველაზე პოპულარული ლიდერი ოპოზიციაში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან დაკავშირებითაც ჩაატარა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შეკითხვაზე - ენდობით თუ არა ირაკლი ალასანიას, გამოკითხულთა 57 პროცენტმა განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ენდობა.

IRI-მ კვლევის შედეგები პარტიებს გუშინ გააცნო.