მათი უსაქმურობისა და არაკომპეტენტურობის გამო ქვეყნის ინსტიტუტები დეგრადირდება

მათი უსაქმურობისა და არაკომპეტენტურობის გამო ქვეყნის ინსტიტუტები დეგრადირდება

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ,რომ IRI-ს კვლევებში საზოგადოების განწყობა კარგად არის ასახული. მათი თქმით, მოსახლეობის შეხედულება კრიმინოგენული ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნაციონალური მოძრაობის შეხედულებებს ემთხვევა.

„ამ შემთხვევაში, ისინი არ ენდობიან იმ სარკეს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ კვლევების სახით და გაურბიან, თვალი გაუსწორონ ამ რეალობას, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს არა თუ არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, არც უნდათ, რომ დაინახონ, რა ხდება, რომ მათი უსაქმურობისა და არაკომპეტენტურობის გამო ქვეყნის ინსტიტუტები დეგრადირდება,” - განაცხადა გია ბარამიძემ თემის კომენტირებისას.