საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს ოლემიკ ტომესენს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის პოლიტიკას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების" ხელმოწერას. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ქვეყნის დემოკრატიიზაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. ოლემიკ ტომესენმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის, კერძოდ ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.