ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნიან

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნიან

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნიან, რომელსაც 17 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები.ისინი გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, წინაწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გახანგრძლივება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებსა და ევროპული სამართლის სტანდარტებს.წერილის ავტორები ყოფილი მერისთვის ახალი ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

„მათი აზრით, ახალი ბრალის წაყენება გიგი უგულავასთვის მიზნად ისახავს კონსტიტუციის იგნორირებით, ევროპული სამართლებრივი სტანდარტების იგნორირებით, წინასაწარი პატიმრობის ვადის 9 თვეზე მეტად გახანგრძლივებას და ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული დევნა,” - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი.